კახური

კახური, თეთრი მშრალი ღვინო მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნისგან ქვევრში დურდოზე დადუღებით. ხასიათდება ქარვისფერი სრული შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლარტით, ხავერდოვნებითა და ჰარმონიულობით. სიმაგრე 10,5–15,5%, ტიტრული მჟავიანობა – 5–6 გ/დმ3. „კს" 1948-იდან უშვებენ კა­ხე­თის რეგიონის ღვინის პირველადი გადამუშავების ქ-ნები. საერთაშ. კონკურსებზე მიღებული აქვს ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მე­და­ლი. 2013 პოლონეთში, „ენოექსპოს" გამოფენაზე, დაჯილდოვდა მეორე ვერცხლის მედლით.

ბ. კალანდაძე