კახური თეთრი, საშემოდგომო ატმის ჯიში, გავრცელებულია კახეთში. ხე სწრაფად იზრდება. მომრგვალო ვარჯი აქვს. მე-3 წლიდან მსხმოიარობს. ნაყოფი (მწიფდება სექტ. ბოლოს) მრგვალია და მსხვილი, ღარი ოდნავ ემჩნევა, სახრავია. აქვს მოთეთრო, მკვრივი, თხელი შებუსული კანი და თეთრი, მკვრივი, ტკბილი, ოდნავ მწკლარტე, წვნიანი, არომატული რბილობი. კარგი საკომპოტე და სასუფრე ჯიშია.
მ. ვარძელაშვილი