კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW“ (შპს), ქარ­თული ღვინის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია სა­ქარ­თვე­ლო­ში. დაარსდა 2001 ძირძველ საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით (დამფუძნებელი – ზ. ჩხაიძე). მისი ძირითადი მიმართულებაა აღმ. და დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისაგან ღვინის, ბრენდისა და ტრად. ჭაჭის წარმოება. აქ იწარმოება როგორც ქართ. კლასიკური (ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა, წინანდალი, მუკუზანი), ასევე ყურძნის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები [ჩხავერი, ჩინური (ჩინებული), ცოლიკოური, ციცქა, შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, გორული მწვანე, ქისი, ხიხვი და სხვ.].

კომპანია ფლობს საკუთარი ინვესტიციებით აშენებულ ღვინისა და საბრენდე სპირტის ოთხ ქ-ნას: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატარძეულში (აშენდა 2013, წარმადობა – 15000000 ბოთლის წარმოება-ჩამოსხმა წელიწადში), სადაც ხორციელდება ღვინის, ბრენდისა და ტრად. ჭაჭის ჩამოსხმა; აჭა­რის მაღალმთიან რეგიონში ქედის ღვინის ქ-ნას (აშენდა 2014, წარმადობა – 1000 ტ ყურძნის გადამუშავება სეზონზე), რ-იც ორიენტირებულია გურია-აჭა­რის უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებასა და ღვინის ჩამოსხმაზე; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ველისციხეში (აშენდა 2014, წარმადობა – 25000 ტ ყურძნის გადამუშავება სეზონზე), უშვებს საღვინე მასალებს და საბრენდე სპირტს; ყურძნის გადამამუშავებელ და სა­ბრენდე სპირტის სახდელ ქ-ნას სოფ. ველის­ციხეში (აშენდა 2016, წარმადობა – 8000 ტ ყურძნის გადამუშავება სეზონზე). ქ-ნები აღჭურვილია საერთაშ. სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით და ტექნიკით, ლაბორატორიებით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით. კომპანიას აქვს აგრეთვე საკუთარი ვენახები რაჭა-ლეჩხუმში, საგარეჯოსა (მანავი, ახაშენი, ვაჩნაძიანი) და ყვარლის (ახალსოფელი, თელავი, წინანდალი) მუნიციპალიტეტების სოფლებში; ქართლში (საგურამო) – სულ 6 ჰა. ღვინო ისხმება როგორც იტალ. შუშის ბოთლებში, ასევე ტრად. მეთოდით დამზადებულ თიხის ჭურჭელში, რ-იც მას აძლევს უნიკალურ სამკურნ. და გემურ თვისებებს. კომპანია ღვინის თიხის ჭურჭელში ჩამოსხმის ნოვატორია სა­ქართვ. ბაზარზე. თითოეული თიხის ჭურჭელი მზადდება ხელით და გამოირჩევა ორიგინ. დიზაინითა და ფორმით. ამასთან კომპანიას აქვს უძველესი კახური ტექნოლოგიით და­ყე­ნებუ­ლი ქვევრის ღვინოებიც. იგი, პირველად მეღვინეობის ისტორიაში, გურმანებს სთავაზობს პრემიუმ კლასის იშვიათი ღვინოების კოლექციას („როიალ მუკუზანი", „ველისციხის საფერავი").

„კ. ტ. მ-ს" თავისი პროდუქცია გააქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.), მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშ. კონკურსებსა და გამოფენებზე, სადაც მიღებული აქვს 200-მდე ჯილდო (მ. შ. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები). ბრენდი „ძველი კახეთი" ექსპორტის ლიდერია რუსეთსა და უკრაინაში, ბრენდის გაყიდვების მხრივ იგი ლიდერობს ყველა ქართ. კომპანიას შორის. მისი ინიციატივით 2003 დაფუძნდა ყოველწლიური ფესტივალი „ქარ­თული სული", რ-იც ქართ. ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება და სა­ქართვ. სხვა­და­სხვა კუთხეში ტარდება. 2009 კი „ქარ­თული სულისა" და „კ. ტ. მ-ის" დამფუძნებელთა ინიციატივით ქვეყანაში კულტურისა და განათლების განვითარების მიზნით დაარსდა საქველმოქმედო „თამარ მეფის ფონდი". კომპანია ხელს უწყობს ქვეყანაში ენოტურიზმის განვითარებას (მისი ტურისტული ობიექტებია ქ. მცხეთაში არსებული „ქარ­თული ღვინის პალატა", საგურამოში – თადეოზ გურამი­შვი­ლის ისტ. „გურამი­შვილის მარანი", ქედაში – „აჭარული სახლი", სოფ. ველისციხეში – „ველისციხის ვერანდა").

კომპანია, ღვინის ქ-ნების გარდა, ფლობს ორ საკონსერვო ქ-ნას („KTW-აგრო-ქედა" და „KTW-აგროჩოხატაური") და სამშე­ნებლო კომპანიას ­(„KTW-დეველოპმენტი"). „კ. ტ. მ." ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობს სხვა­და­სხვა სოც. პროექტში.

ლ. აბრამი­შვი­ლი