კბილთეთრა

კბილთეთრა (Crocidura), ძუძუმწოვ­რების გვარი ბიგასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრ­ძეა 4–10 სმ. ბინადრობს უმთავრესად აფრიკაში, აგრეთვე ევროპასა და აზიაში. 179 სახეობიდან ს ა ­ქ ა რ თ ვ ე ­ლ ო ­შ ი კ-ს ორი სახეობაა გავრცელებული: კავკასიური კ. (C. gueldenstaedtii) და თეთრმუცელა კ. (C. leucodon). ბინადრობს ტყეში, ბუჩქნარში, ბაღებში, მთის ხევებსა და ხრამებში, ზოგჯერ ადამიანის სამოსახლოს მახლობლად. გავრცელებულია ­ზ. დ. 2200 მ-მდე. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, მოლუსკებით, რითაც მნიშვნე­ლო­ვა­ნი სარგებლობა მოაქვს.