კედელაშვილი ზაზა ნიკოლოზის ძე (დ. 12. XI. 1985, სოფ. ქვემო ქედი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ძიუდოისტი). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2006-08), ევროპის (2007, 2010) და მსოფლიოს (2006, 2008) გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული. დაამთავრა შსს-ის აკადემია (2006). საქართველოს VIII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი (2012, 2016).