კევლიშვილი გიორგი ევსევის ძე (11. IV. 1920, თბილისი, – 14. III. 1995, იქვე), ჰემატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1972). 1942 დაამთავრა თსსი. 1943-იდან იყო ევაკოჰოსპიტლების წამყვანი ქირურგი, 1948-იდან – ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, ამავე ინ-ტში – ძვლის ტვინის და ქსოვილთა კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1951–61), ტრანსფუზიოლოგიის განყ-ბის გამგე (1969–74, 1983–92), დირექტორი 1974–83.
კ. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 3 მონოგრაფიის, 2 გამოგონების და 2 რაციონალური წინადადების ავტორი.