კეზელი თამარ ალექსანდრეს ასული

კეზელი თამარ ალექსანდრეს ასული (9. XII. 1909, დუშეთი, – 25. XII. 1996, თბილისი), ბიო­ლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), სა­ქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწე (1979). იყო სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტანიკის ინ-ტის ბიოაქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ძირითადად შეისწავლიდა ვიტამინებს, მათ როლს და მნიშვნელობას მცენარეების ცხოველმოქმედებისათვის (ვეგეტატიუ­რი გამრავლება, ვაზის და სხვა კულტურების ქლოროზი, ყინვაგამძლეობა და სხვ.). გამოავლინა სა­ქარ­თველოს ფლორის რიგი პოლივიტამინური მცენარეები. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Витамины в растениях Грузии, Тб., 1966.