კეთილარი, სოფელი აბაშის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდ. რიონის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გაღმა კოდორი, გულეიკარი). ზ. დ. 15 მ, აბაშიდან 9 კმ, ჯაპანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6,5 კმ. 377 მცხ. (2014).