კეთილაძე კონსტანტინე ერემიას ძე

კეთილაძე კონსტანტინე ერემიას ძე (10. XI. 1919, ტყიბული, – 20. IX. 1996, თბილისი), შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1975). სსრკ შსს დამსახურებული მუშაკი (1964). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1952-იდან მსახურობდა სა­ქართვ. სსრ სახელმ­წიფო უშიშროების ორგანოებში. იყო აჭა­რის ასსრ შს მინისტრი (1962–65), თბილისის შსს სამმართველოს უფროსი (1965–70), სა­ქართვ. შს მინისტრი (1972–79).

ლ. დოლიძე