კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი

კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, დახურული ტიპის პრივილეგიური სასწავლებლები თავადაზნაურთა ქალიშვილებისათვის რევოლუციამდელ რუსეთში. პირველი ასეთი ინ-ტი 1764 გაიხსნა პეტერბურგში (შემდგომ – სმოლნის ინ-ტი), ხოლო XIX ს. I ნახევარში – მოსკოვში, ხარკოვში, ოდესაში, კიევში, ორენბურგში, ქერჩში, ნოვოჩერკასკში, თბილისსა (იხ. ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი) და სხვა საგუბერნიო ქალაქებში. კ. ქ. ი. გაუქმდა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.

ვ. გაგუა