„კეისრული“, დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, სამეგრელო, გურია) ფართოდ გავრცელებული პოლიფონიური (სამხმიანი), მხნე, ომახიანი სიმღერა. ასრულებს მამაკაცთა გუნდი. ხმათა რთული კონტრაპუნქტული შეხამებითა და მკვეთრი რიტმით „კ." ლაშქრულს ჩამოგავს.
ლიტ.: კ ო კ ე ლ ა ძ ე გრ. (შემდგ.), ქართული ხალხური სიმღერა, I, თბ., 1979; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე ელ. (შემდგ.), ქართული ხალხური სიმღერების კრებული (იმერეთი), თბ., 1971.
გ. ჩხიკვაძე