კეკავმენოსი

კეკავმენოსი (Kekaumenos) (დაახლ. 1020–81-ის შემდეგ), ბიზანტიელი სამ­ხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მამის მხრიდან ტაოელი ქართველი (სხვა მოსაზრე­ბით – სომეხი), დედით ბულგ. ვო­ევოდას შთამომავალი. ­სიბერის ჟამს გაიტა­ცა მწერ­ლობამ. მისი თხზ. „სტრატეგიკონი" წარმოადგენს სხვადასხვა შრომების კრებულს („რჩევები იმპერატორს", „რჩევები ტოპარქოსს" და სხვ.) მასში ავტორი იძლევა დარიგებებს როგორც სამხედრო ხელოვნების, ისე საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მაგრამ მისი მთავარი ღირებულებაა ის ცნობები, რ-ებიც ეხება ბიზანტიის ურთიერთობას სხვა­და­სხვა ხალხებთან, კერძოდ, ბიზანტიის სახელმწიფო საქმეებს ბასილი II-ის (976–1025) დროიდან ვიდრე რომანოზ IV დიოგენემდე (1067– 71). კ. გვაწვდის ცნობას იბერიის მძიმე გადასახადებით დაბეგვრის შე­სა­ხებ: „უსათნოესი მეფის მონომახოსის დროს იყო, რომ იბერიასა და მესოპოტამიაში გაემგზავრა მეფის ბრძანებით სერვლია (გადასახადის ამკრეფი), რომ მოეხდინა იქ აღწერა და დაედო ისეთი მძიმე გადასახადები, რომლებიც არასდროს არ ჰქონიათ მათი ქვეყნის მცხოვრებლებს და ამით აიძულა ისინი მთელი კომლებით გადასულიყვნენ სპარსელთა მეფის მხა­რეზე. ამიტომ მოხდა, რომ მათ სპარსთა მეფე წამოიყვანეს დიდძალი ჯარებით რომანიის წინააღმდეგ".

ლიტ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.

ლ. მანიავა