კეკელიძე გიორგი ზურაბის ძე

გ. კეკელიძე

კეკელიძე გიორგი ზურაბის ძე (დ. 10. IV. 1984, ქ. ოზურგეთი), პოეტი, პროზაიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (2009). 2006–08 მუ­შა­ობ­და რუსთავის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართ. ენისა და ლიტ-რის პედაგოგად. დააარსა და იყო მთ. რედაქტორი (2006–12) ელექტრონული ბ-კისა „Lib.ge"; ასევე, თსუ-ში დააარსა გაზეთი (მოგვიანებით ჟურნალი) „ლილ". 2010-იდან კითხუ­ლობს ლექციებს ­თავისუფალ უნ-ტში, 2011–14 – აგრარულ, 2017-იდან კი – შავი ­ზღვის უნ-ტში, 2010–12 იყო „ახალ არხზე" (ტელეკომპანია „რუს­თავი-2-ის" ­საგანმანათლებლო არხი) თავისუფალი უნ-ტისა და "Lib.ge-ს" ტელეგადაცემა ­„ინტერპრეტაციის" წამყვანი და ავტორი. 2012-24  იყო სა­ქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კის დირექტორი.

კ. ავტორია პოეტური კრებულებისა: „ოდები" (2008), „პოეზია 2008–2013"; პოემისა „ყორანი" (2011), ; ასევე, პროზაული ნაწარმოების „გურული დღიურები" (2014), „თომა და დიდი საიდუმლო“ (2021), „სხვა ცის ამბავი“ (2021). ნათარგმნი აქვს ავსტრიელი პოეტების ლექსები, მსოფლ. ლიტ. ზღაპრების კრებ. „ჯადოსნური კარი", ს. დორენკოს „რომანი 2008".

-ს მიღებული აქვს ლიტ. პრემია „საბა" კრებულისათვის „ოდები" (2009), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია „ოქროს ფრთა" ლიტ., ტელედაინტერნეტპროექტებისათვის „ინტერპრეტაცია და ლიტარეა" (2012), მუშვინგის საერთაშ. ლიტ. პრემია (2013), წინანდლის ლიტ. პრემია კრებულისათვის „პოეზია 2008–2013" (2015), გ. რჩეული­შვი­ლის პრემია „გურული დღიურებისათვის" (2015).