კეკუა დავით ვახტანგის ძე (16. X. 1964, ქუთაისი,– 25. X. 2007, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1992), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (1998). 1986-იდან მუშაობდა შსს ორგანოებში. იყო შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყ-ბის (1995–97), შემდეგ – სამმართველოს უფროსი (1997–98), თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის უფროსი (2001–04); გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი (2004–05); საქართველოს შსს გენ. ინსპექციის უფროსის მოადგილე (2005). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1999).
ლ. დოლიძე