კელაპტრიშვილი ომარ მიხეილის ძე

კელაპტრიშვილი ომარ მიხეილის ძე (1. I. 1943, სოფ. კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 16. VIII. 1992, თბილისი), მუსიკოსი, მუსიკალური ნაწარმოებების ვირტუოზი შემსრულებელი სა­ლამურზე. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1989), საერთაშორისო ფესტივალების (ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1970; ქ. კელნი, გერმანია, 1980, 1990; პირველი ადგილი და ოქროს მე­დალი) ლაურეატი; 1964 დაამთავრა ს. ზაქარიაძის სახ. თბილ. კულტ.-საგანმანათლებლო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა განყ-ბა ორკესტრის დირიჟორის სპეციალობით.

1971–72 სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში ფლეიტის განყ-ბაზე. 1964–69 მუშაობდა სა­ქართვ. სა­ხელმწ. ფილარმონიის ხალხ. საკრავთა ორკესტრის (­ხელმძღვ. კ. ვაშაკიძე) სოლისტად. 1964 სა­ქართვ. ინდივიდ. შემსრულებელთა კონკურსზე პირველი ადგილი და ოქროს მე­და­ლი დაიმსახურა. 1981 სა­თა­ვე­ში ჩაუდგა სა­ქართვ. ტელე-რადიოკომიტეტის ხალხ. საკრავთა ორკესტრს, რ-საც ქალთა ფოლკლორული ან­სამბლი „იავნანა", მოგვიანებით კი „კელაპტრები" ეწოდა. 1980 კ-მა გახსნა ლაბორატორია-სახელოსნო, სადაც ქართ. ხალხ. საკრავებს ამზადებდნენ. იგი მოგზაურობდა სა­ქართვ. სხვა­და­სხვა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალას. მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდა ანსამბლ „რუსთავთან" ერთად. 1987 ხელოვნ. მუშაკთა სახლთან ჩამოყალიბდა ხალხ. საკრავთა ტრიო (ო. კელაპტრი­შვი­ლი, გ. და დ. კანდელაკები), რ-მაც ამავე წელს საკავშ. დათვალიერებაზე ლაურეატის წოდება მოიპოვა. 1978-იდან დააარსა ხალხ. საკრავთა რამდენიმე სკოლა-სტუდია, 1988 – ხალხ. საკრავთა ორკესტრი. სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ­ქართვ. და უცხოელ კომპოზიტორთა ურთულეს მუს. ნაწარმოებებს. მან გააფართოვა ამ საკრავის რეპერტუარი, გამოავლინა მისი უჩვეულო შესაძლებლობები. იყო დები იხშნელების პრემიის ლაურეატი (1999). თბილისში კ-ის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მისივე სახ. სკვერში დგას კ-ის ბიუსტი (2003, მოქანდაკე გ. პიპინაშვილი). მის მშობლიურ სოფ. კავთისხევში გაიხსნა კ-ის სახლ-მუზეუმი.