კელასურის მღვიმოვანი

კელასურის მღვიმოვანი, კარსტული მღვიმოვანი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდინარეების – კელასურისა და მაჭა­რის მთისწინეთში, სოფ. კელასურის (წებელდის თემი) ჩრდ.-აღმ-ით. ჩასასვლელის სიმაღლე ზ. დ. 190 მ, მდინარის დონიდან 1–2 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. აერთიანებს ერთიმეორესთან მიჯრით განლაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მდ. კელასურის ფსკერქვეშა მღვიმეებს, რ-ებიც შედგება ვერტ. და სუბჰორიზ. მონაკვეთებისაგან. მი­წისქვეშა გამდინარე ნაკადები ასაზრდოებს ბესლეთის წყაროებს. მღვიმოვანის ჯამური სიგრ­ძეა 1400 მ, ჯამური სიღრმე – 25 მ, ფსკერის ფართ. – 2300 მ², მოცულობა – 14000 მ³.

მღვიმეთა დიდი ნაწილი თავმოყრილია მდ. კელასურის ხეობის ­მარჯვ. მხა­რეს, ესენია: კელასურის V (ზემო კელასურის, ნასკალის), კელასურის (ალექსანდროვკის), კელასურის II, III და IV მღვიმეები.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., სა­ქართვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.