კენკროვანნი (Thymelaeaceae), ფურცლებგანცალკევებულ ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმრავლესობა ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა, მცირე ნაწილი კი – ბალახი. აქვთ კიდემთლიანი, პატარა და ვიწრო ფოთლები, ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები, კაშკაშა ჯამი და ყვავილსაჯდომი. გვირგვინის ფურცელი არა აქვთ ან ძალზე პატარაა და ქერქლისებრი. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა. ოჯახში 50-მდე გვარი და 600-მდე სახეობაა. ძირითადად, გავრცელებულია ავსტრალიასა და სამხრ. აფრიკაში. ბევრი სახეობის ქერქში არის ლაფნის ბოჭკო. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი 3 გვარის 8 სახეობაა, მ. შ. მაჯაღვერიც.