კერნბახი (Kernbach) ვიქტორ (14. X. 1923, კიშინიოვი, – 16. II. 1995, ბუქარესტი), რუმინელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. XX ს. 50-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა ქართ. კულტურით, შეისწავლა ქართ. ენა. 1956 დაასრულა „ვეფხისტყაოსნის" სრული პოეტური თარგმანი, რ-იც 2-ჯერ (1957, 1963) გამოიცა. კ-მა თარგმნა და გამოსცა ნ. ბარათაშვილისა (ბუქარესტი, 1959; თბილისი, 1968) და გ. ლეონიძის (1959) ლექსების კრებულები. მასვე ეკუთვნის „ქართული ხალხური ზღაპრების", კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის", აგრეთვე დ. გურამიშვილის, გ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის ლექსების თარგმანები. კ. ქართული კულტურის პოპულარიზატორი იყო, რუმინულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს შესახებ. რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში, რ-საც მიუძღვნა წიგნი „მყინვარებისა და ნარინჯების ქვეყანა" (1958, ქართ. თარგმანი – 1968). 2018 კ. ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
https://www.youtube.com/watch?v=rDsJ_JTQGRg&list=PLue6znsWBAfdUX4MSh1O4SH3xSo-2Brix&index=134
ფ. ჯინჯიხაშვილი