კერპთაყვანისმცემლობა, კ ე რ პ თ მ ს ა ხ უ რ ე ბ ა, წარმართობის ერთ-ერთი სახე. კ., როგორც ადამიანის რელიგიური ცნობიერების გამოხატულება, უძველეს დროში აღმოცენდა. მისი თაყვანისცემის ობიექტია კერპი, რ-იც განასახიერებს ამა თუ იმ ღვთაებას ან მის ძალას. კ. მოიცავს გარკვეულ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს. ძველი აღთქმა მკაცრად კრძალავდა კ-ს: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“ (გამოსვლა 20.4.) დეკალოგოსის მესამე მცნებაა ათი მცნებიდან და ის მთლიანად გაიზიარა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ.
საქართველოში ქრისტ. გავრცელების შემდგომ კ. მოისპო, თუმცა მისი მრავალი გადმონაშთი დღემდე შემორჩა, განსაკუთრებით მთაში, სადაც ეკლექტური, წარმართულ-ქრისტიანული რწმენაწარმოდგენები ჩამოყალიბდა.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი ნ., მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ., 2002; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960.
ზ. ეკალაძე