კერპი

კერპი (ბერძნ. εἰ dōlon), მატერიალური საგანი, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი. კ. აღმოცენდა უძველეს დროში, ცვლიდა ღვთაებას, განასახიერებდა მას ან მის ძალას. უძველეს რელიგიებში არსებობდა როგორც ზოომორფული, ისე ანთროპომორფული კ. მაღალგანვითარებული რელიგიებისათვის ანთროპომორფული კ-ები იყო დამახასიათებელი.

ანთროპომორფული კ. სა­ქართვ. ტერიტორიაზე ჩნდება ენეოლითის ხანიდან. განსაკუთრებით საყურადღებოა ქალის ქანდაკებები, რ-ებიც ნაყოფიერების ქალურ სა­წყისს განასახიერებენ. მოგვიანებით, ბრინჯაოსა და რკინის ხანაში, მრავლად გვხვდე­ბა მამრობითი ღვთაებების გამოსახულებებიც.

აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაახლ. ძვ. წ. IV–III სს. შეიქმნა ღვთაებათა პანთეონი. ფარნავაზის დროს მცხეთაში მდგარ კ-ებს, გაცსა და გაიმს, შეემატა ახ. ღვთაების, არმაზის კ. მომდევნო მეფეებს კიდევ რამდენიმე კ. აღუმართავთ. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ეკლესიამ ძვ. კ-ები გაანადგურა.

გადატანითი მნიშვნელობით კ. თაყვანისცემის ობიექტს აღნიშნავს.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ი., მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2002.

ი. სურგულაძე