კერ-პორტერი (Ker-Porter) რობერტ (14. IV. 1775, დარემი, – 22. IV. 1842, სანქტ-პეტერბურგი), ინგლისელი მხატვარი და მოგზაური, რუსეთის იმპ. ალექსანდრე I-ის კარის მხატვარი (1804). იმოგზაურა კავკასიაში, ირანსა და მცირე აზიაში. 1817 წ. 12 ოქტ. საქართველოს სამხ. გზით თბილისში ჩამოვიდა, სადაც ნოემბრის დასაწყისამდე დარჩა. იყო სოღანლუღში, კოდაში, შულავერში, ლორეში. ნაშრომში „მოგზაურობა საქართველოში, სპარსეთში, სომხეთსა და ძველ ბაბილონში“ კ-მა დაწვრილებით აღწერა საქართველოს სამხ. გზა, ქვეყნის წარსული, ქართველთა ჩვევები და ადათები, ქალთა ტიპები, ტანსაცმელი. აქვს ცნობები ცალკეულ მოღვაწეებზე, მაგ., ალექსანდრე ბატონიშვილზე, ა. პ. ერმოლოვზე და სხვ.
ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники по Кавказу в 1800– 1830 гг., Тб., 1946.