კეშელავა ბონდო კონსტანტინეს ძე (22. IX. 1908, სოფ. ტალერი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 23. II. 1985, თბილისი), პოეტი. სწავლობდა ქუთ. რეალურ სასწავლებელში, ქუთ. პედ. ინ-ტში (1935–36). მასწავლებლობდა წლების განმავლობაში, მუშაობდა ქუთაისის თეატრში, რ-საც იმ დროს ხელმძღვანელობდა კ. მარჯანიშვილი. პირველი ლექსი 1923 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი – 1950. ავტორია ლექსების კრებულებისა: „გულის პასუხი" (1955), „ჩემი რჩეული" (1959), „ვარდის სტუმარი" (1961), „ჩემო კარგო ქვეყანავ" (1965), „ცაო, მაღალო" (1969), „წუთიდან წუთამდე" (1976). მისი ლექსები თარგმნილია რუს. ენაზე (კრებულები: „მაღლარის ყლორტები", „მაღალი ცა").
თხზ.: რჩეული, თბ., 1973.