კეჩხუაშვილი არჩილ გრიგოლის ძე

კეჩხუაშვილი არჩილ გრიგოლის ძე (7. IX. 1915, გორი, – 7. XI. 2008, თბილისი), ინჟინერმექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1995). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1938 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1969– 89 სას.-სამ. ინ-ტში ხელმ­ძღვა­ნელობ­და მასალათა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კა­თედრას. 1989-იდან იყო ამავე კა­თედრის პროფესორი.

კ-ის ძირითადი შრომები (მ. შ. 7 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო) ეხება სას.-სამ. მანქანათმშენებლობისა და მანქანათა რემონტის სისტემისა და საიმედოობის ძირითად პრობლემებს. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მასალათა ტექნოლოგია, ნაწ. 1–3, თბ., 1962–77; Проблемы автоматизации сельскохозяйственного производства, М., 1964; Исследование обработки почвы в междурядьях виноградников и разработка технических средств для повышения точности процесса, Тб., 1967.