კეცხოველი ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე

კეცხოველი ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე [2 (14). I. 1876, სოფ. თლია, გორის მაზრა, – 17 (30). VIII. 1903, თბილისი], რევოლუციონერი, რსდმპ ლენინურისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი დამაარსებელი სამხრ. კავკასიაში. 1889–91 სწავლობდა გო­რის სას. სასწავლებელში. 1891 ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 დეკემბერში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს. 1894 ჩაირიცხა კიევის სას. სემინარიაში, საიდანაც რევ. საქმიანობისათვის დაითხოვეს (1896) და დააპატიმრეს. 3 თვის შემდეგ საქარ­თვე­ლო­ში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედვე­ლობა მიუჩინეს. 1897 ფარულად ჩამოვიდა თბილისში და ს.-დ. ორგანიზაციის „მესამე დასის" წევრი გახდა. 1901 ბაქოში მისი აქტ. მო­ნა­წი­ლეო­ბით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამ­ბა „ნინა". 1902 სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტ. პატიმართა შორის რევ. პროპაგანდას ეწეოდა. კ. 1903 წ. 17 აგვისტოს ციხის საკანში მოკლეს.

ლიტ.: გ ე გ ე შ ი ძ ე  ზ., ლადო კეცხოველი (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1977.