კეწეწურა (Koeleria), მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მკვრივი ან მეჩხერკორდოვანი თავთავიანი მცენარეებია. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი 11 სახეობაა. უმრავლესობა იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე – ველებსა და მდელოებზე, ბუჩქნარებში, ქვიან ფერდობებზე, 4 სახეობა კი – სუბალპურ და ალპურ სარტყელში. მაღალმთის მდელოებზე უფრო ხშირია გვალვაგამძლე დიდყვავილა კ. (K. gracilis) და ლუერსენის კ. (K. luerssenii). საქართველოს ენდემია ალბოვის კ. (K. albovii). იზრდება აჭარისა და გურიის ალპურ სარტყელში. კ-ის სახეობები ნაკლებმნიშვნელოვანი საძოვრის ბალახია.
მ. სახოკია