კეხიჯვარი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ვედრება, თათანაანთუბანი, კლდუ, კრობანი, სამწევრისი, სანებელი, ქობესაანთუბანი). ზ. დ. 680 მ, ქარელიდან 6 კმ. 919 მცხ. (2014).
სოფლის სასაფლაოზე დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.