კეხოვანი, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის ჭეჭლის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), არსიანის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1450 მ, ადიგენიდან 14 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 42 კმ. 143 მცხ. (2014).