კვავლო

კვავლო, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემში (კა­ხე­თის რეგიონი), თუშეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. დიდი ხევის (პირიქითის ალაზნის ­მარცხ. შენაკადი) ­მარჯვ. მხა­რეს. ზ. დ. 1700 მ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფლის განაპირას, კლდეზე, დგას ძლიერ დაზიანებული, გვიანდ. შუა საუკუნეების ხუთსართულიანი კოშკი, სოფელში არის ამავე პერიოდის ოთხსართულიანი ციხე-სახლი.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.