კვაზიპოტენციალური განტოლება ლოგუნოვ–თავხელიძისა

კვაზიპოტენციალური განტოლება ლოგუნოვ–თავხელიძისა, ველის კვანტური თეორიის სამგან­ზომილებიანი ფორმულირების ჩარ­ჩოებში მიღებული ­განტოლება (გან­ტოლებათა სისტემა), რომელიც აღწერს ორი რელატივისტური ნაწილაკის ურთიერთქმედებას. კ. გ. ლ.–თ-ს იყენებენ წყალბადის ატომის სპექტრის ზენაზი შესწორებების, ასევე კვარკების ბმული მდგომარეობების ენერგიების გამოსათვლელად და სხვა ფუნდამენტურ ამოცანებში. იხ. სტ. ლოგუნოვ–თავხელიძის კვა­ზიპოტენცია­ლური მეთოდი.