„კვალი“

„კვალი“, ქარ­თული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა; გამოდიოდა 1893–1904 თბილისში. 1893–96 გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა „მესამე დასის" დამწყებ ლიტერატორებს; 1897-იდან გადავიდა „მესამე დასის" უმრავლესობის ხელში, ხოლო ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად გაყოფის შემდეგ ­ქართვ. მენშევიკების ორგანო გახდა. ქვეყნდებოდა სტატიები სა­ქართვ. ეკონ., ისტ., ეთნოგრ., გეოგრ. და მეცნ. სხვა­და­სხვა დარგის შე­სა­ხებ; იბეჭდებოდა მხატვრუ­ლი ლიტ-რა, პუბლიც. და კრიტ. წერილები, ბიბლიოგრაფია. გაზეთის 1895 წ. ზოგიერთ ნომერში ნახსენებია მეცნ. კომუნიზმის ფუძემდებლების, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის შრომები.

რედ.-გამომცემლები: ა. თუმანიშვი­ლი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედ.-გამომცემელი – გ. წერეთელი), ნ. ალექსი-მესხი­შვი­ლი. „კ." დაიხურა მთავრობის განკარგულებით.

ლიტ.: კ ა რ ი ჭ ა ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, «წიგნის მეგობარი», 1925, №2; კ ი კ ვ ი ძ ე  ა., გაზეთი „კვალი", 1893–1904 წწ., თბ., 1969; მ გ ა ლ ო ბ ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ქ., ქართული გაზეთების ბიბლიოგრაფია, «პროლეტარული რე­ვოლუცია», 1943, №3; ქარ­თული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, ნაკვ. 3, თბ., 1944.

ი. ლორთქიფანიძე