კვარტეტი საქართველოს სა­ხელმწიფო სიმებიანი

კვარტეტი საქართველოს სა­ხელმწიფო სიმებიანი სულხან ცინცაძის სახელობისა, დაარს­და თბილისში თავდაპირველად სტუ­დენტთა სიმებიანი ­კვარტეტის (1921), შემდეგ „ახალგაზრდა ქარ­თველ მუსიკოსთა საზოგადო­ების სიმებიანი კვარტეტის" (1924), 1928-იდან „თბილისის კონ­სერ­ვა­ტო­რიის სიმებიანი კვარტეტის" სა­ხელწოდებით, 1944-იდან კი მას სა­ქართვ. სა­ხელმწ. სიმებიანი კვარ­ტეტი ეწოდა. კვარტეტის პირველ შემადგენლო­ბაში იყვნენ ვ. ­ნეიმან-ბარნაბელი, მ. ძი­ძი­შვი­ლი, გ. თაქთაქიშვი­ლი, შ. თაქთაქიშვი­ლი, ხოლო შემდგომ თაობას წარმო­ადგენდნენ: ბ. ჭიაურელი, გ. ხა­ტია­შვი­ლი, ა. ბეგალი­შვი­ლი, გ. ბარ­ნაბი­შვი­ლი. ამ ­შემადგენლობით ანსამბლმა დიდ წარმატებას მიაღწია – გახდა პრაღის საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1950), ოთხივე მონაწილე სსრკ სა­ხელმწ. პრემიით დაჯილდოვდა (1952).

1958 ანსამბლს სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. კოლექტივის სა­ხე­ლი მიენიჭა. 1966-იდან მის შემადგენლობაში არიან სა­ქართვ. სახ. არტისტები, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. (1992) და ზ. ფალია­შვი­ლის (1971) სახ. პრემიების, აგრეთვე მუსიკოს-შემსრულებელთა ლ. ვაინერის საერთაშ. კონკურსის (უნგრეთი) ლაურეატები (1973): კ. ვარდელი (2017-იდან გ. ხაინდრავა), თ. ბათია­შვი­ლი, ნ. ჟვანია და ო. ჩუბინი­შვი­ლი. ან­სამბლის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე საკვარტეტო მუსიკა, აგრეთვე ­ქართვ. კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოებები. კვარტეტმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1993-იდან კვარტეტი ლ. ისაკაძის მიწვევით წარმატებით მოღვაწეობდა გერმანიაში კამერული ორკესტრის შემადგენლობაში. 1991 მიენიჭა ს. ცინცაძის სა­ხე­ლი.

ლიტ.: დ უ მ ბ ა ძ ე  მ., საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, თბ., 2006.

გ. ტორაძე