კვარციანი ქვიშა

კვარციანი ქვიშა, დანალექი ქანი შედგება ძირითადად ჟანგეულთა კლასის მინერალ კვარცისაგან, სადაც sio2-ის რაოდენობა 90%-ზე მეტია. კ. ქ. გამოფიტვით წარმოიქმნება. წარმოშობის ადგილის მიხედვით განარჩევენ ზღვიურ, მდინარეულ, ელუვიურ, დელუვიურ, ტბიურ ქვიშებს. კ. ქ-ს უმთავრესად მინის წარმოებაში მოიხმარენ.

არქეოლ. მონაპოვრებით დადასტურებულია, რომ სა­ქარ­თვე­ლოში (ამირანის გორა, ქვაცხელები, ურბნისი, მცხეთა, სამთავრო, კარსანი, ნატბეური) უძველესი დროიდან ამზადებდნენ მინის ჭურჭელს, ხოლო შუა საუკუნეებში მინის წარმოების მაღალმა დონემ განაპირობა საქვეყნოდ ცნობილი მინანქრული ხელოვნების შედევრების შექმნა.

მინის წარმოებისათვის საჭირო კ. ქ-ის ­საბადოებია საჩხერის (სარეკი, ბაჯითი), ჭი­ათურის (რგა­ნი, დარკვეთი, მღვიმევი, ითხვისი, შუქრუთი), ხა­რაგაულის (ქროლი, ფარცხნალი), ხაშურის (დაბა სურამის მიდა­მოები) მუნი­ციპალიტეტების სოფლებში, ზემო ავჭალაში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ძველ ქართულში მინას „ჭიქა" ერქვა. „ჭიქა იგივეა რაც მინა" (ქარ­თული ენის განმარტებითი ლექსიკონი) – „ჭიქის კრიალოსანი", „ჭიქის საღვინე" (ს.-ს. ორბელიანი). საქარ­თვე­ლო­ში მინის დამზადება ხელოსნობის ერთ-ერთი უძველესი დარგია.

ვ. ზუხბაია

ნ. ფოფორაძე