კვარხითი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. მონაკვეთი). ზ. დ. 710 მ, გორიდან 14 კმ. 379 მცხ. (2014).
სოფლის სამხრ.-აღმ-ით დგას გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.