კვაჭანტირაძე ვასილ შალვას ძე

ვ. კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე ვასილ შალვას ძე (15. I. 1907, სოფ. გურიანთა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალი­ტეტი, – 9. II. 1950, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945), ზემდეგი, სნაიპერი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა სტალინგრადთან და ქერჩში; მონაწილეობდა ბელორუსიის, ლიტვისა და ­ლატვიისათვის ბრძო­ლებში. ­დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ლიტ.: Герои Советского Союза, т. 1, М., 1987.

ტ. ჩინჩილაკა­შვი­ლი