კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1960 კვების მრეწველობის ­ცენტრ. ლაბორატორიის ბაზაზე. 1961–91 ინ-ტი შედიოდა სსრ კავშირის კვების მრეწველობის სამინიტროს შემადგენლობაში, 1991–2011 – სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. სისტემაში, 2012-იდან – სა­ქართვ. ტექ. უნ-ტის შემადგენლობაშია როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული და წარმოადგენს კვების მრეწვ. სხვა­და­სხვა დარგის მეცნ. უზრუნველყოფის ცენტრს. ინ-ტის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი იყო ა. ნიჟარაძე (1960– 87), შემდეგ – ა. ჭლიკაძე (1987– 90), 1991-იდან ინ-ტს ხელმძღვანელობს ნ. ბა­ღათურია. ინ-ტში არის 12 სამეცნ. დარგობრივი განყ-ბა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კვების მრეწვ. სხვა­და­სხვა დარგებისათვის (ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ნატურალური საკვები დანამატების – ეთეროვანი ზეთები, საღებავები, ­არომატიზატორები, სანელებლები – წარმოება) პროგრ. ტექნოლოგიების შექმნა, ხილ-კენკროვანთა ნედლეულიდან ფუნქციური დანიშ­ნულების კვების პროდუქტების მიღების რაციონალური ტექნო­ლოგიების კვლევა. ინ-ტში ჩატა­რებული კვლევების შედეგები ასახუ­ლია მრავალ სამეცნ. ნაშრომ­ში.

ინ-ტი ამუშავებს და ამტკიცებს ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებს კვების მრეწვ. დარგში. არის ეროვნ. სერტიფიცირების ორგანო. პერიოდულად გამოსცემს სამეცნ. შრომებს და აქვეყნებს სტატიებს სა­ქარ­თვე­ლოსა და საზღვარგარეთის სამეცნ. ჟურნალებში.

ლიტ.: ბ ა ღ ა თ უ რ ი ა ნ., ენოლოგია. ღვინის წარმოქმნა და დავარგება, თბ., 2015; მ ი ს ი ვ ე მცენარეული ზეთები. ქიმია, ტექნოლოგია, გამოყენება, თბ., 2017; მ ი ს ი ­ვ ე, ქარ­თული მეღვინეობა. თეორია და პრაქტიკა, თბ., 2017; ბაღათურია ნ., ბ ე გ ი ა ­შ ვ ი ლ ი ნ., ღვინის ექსპერტიზა, თბ., 2014; მ ა თ ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს კვების მრეწველობა. საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნოლოგიები, თბ., 2017; ი ა კ ო ბ ა ­შ ვ ი ლ ი ნ., ეთეროვანი ზეთების ტექნოლოგია, თბ., 1958; კვების პროდუქტების ტექნოლოგია, ნ. ბაღათურიას რედ., თბ., 2016; ნიჟარაძე ა., ბუჩუკური ა., სა­ქარ­თვე­ლოს გარეული ხილი და მათი გამოყენება, თბ., 1982; Б а г а т у р и я Н. Ш., Эфирные масла лекарственных и пряно-ароматических растений. Химия, технология, применение, Тб., 2007; მისივე , Грузинскოე виноделие, Тб., 2010; Н и ж а р а д з е А. Н., Плоды Грузии и их промышленное использование, М., 1972.

ნ. ბაღათურია