კვერეთი

კვერეთი, დაბალმთიანი ბალნეოკლიმატური კურორტი ­საჩხე­რის მუნიციპალიტეტში. მდება­რეობს რა­ჭის ქედის ფერდობზე, მდ. ჩი­ხურის (ყვირილის ­მარჯვ. შენაკა­დი) ხეობაში. ზ. დ. 570–600 მ. რელიეფი მთაგორიანია, მთის კალთები დაფარულია შერეული ტყით. სუბტროპიკული დაბალი მთის სარტყლის ტყის ზონა. იცის რბილი, თითქმის უთოვლო ზამ­თა­რი (იანვრის საშ. ტემპ-რა 3,0 ºC); თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპ-რა 22 ºC). ნალექი 1100–1200 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრ­ძლივობა წელიწადში 1900– 2000 სთ. ძირითადი სამკურნა­ლო ფაქტო­რია სუსტად სულფიდური, ქლო­რიდულ-ჰიდროკარბონატული კალ­ციუმ-მაგნიუმ-ნატრიუმიანი 16ºC ტემპ-რის მი­ნე­რა­ლური წყა­ლი, საერთო მინერალიზაციით 0,5–0,9 გ/ლ. დებიტი – 40 ათ. ლ/დღ-ღ. მკურნალობის სახეობებია: ბალნეოთერაპია და პასიური კლიმატოთერაპია.

კ-ში მრავალი კარსტული მღვიმე, წყარო და ვოკლუზია. ძუძუანის მღვიმეში 2009 აღმოაჩინეს 34 ათ. წლის წინანდელი ველური სელის გრეხილი ძაფის ბოჭკოები (უძველესი ძაფი მსოფლიოში). მდ. ყვირილის ხეობაში მდებარეობს XIII ს. დედათა მონასტერი.