კვერნაულა, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის არტნის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ივრის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1200 მ, თიანეთიდან 7 კმ. 40 მცხ. (2014).
სოფლის ჩრდ-ით, 2 კმ-ზე, ტყეში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესია და ამავე პერიოდის სწორკუთხა კოშკი. სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, საყდარასგორაზე, დგას ლაშარის დარბაზული ეკლესია, რ-იც ასევე გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება. სოფლის მახლობლად, ჩრდ-ით, გვიანდ. შუა საუკუნეების ორი მცირე ზომის სამლოცველო და XX ს-ში აგებული ორი ნიშია, მ. შ. ერთს „ადგილის დედის" ხატს უწოდებენ, მეორეს კი – კვირიას ხატს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008.