კვესეთი, სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ვაკის რ-ნი). 2007-მდე შედიოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საყარაულოს ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ვერის ხეობაში. ზ. დ. 1160 მ.
კ-ის მიდამოებში, მდ. ვერის მარჯვ. მხარეს, მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, რ-ის მთავარი ნაგებობაა XII–XIII სს. მიჯნაზე აგებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი ბეთანია.