კვესელავა დავით ალექსანდრეს ძე (25. VIII. 1911, სოფ. ლეციცხვაიე, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 6. XI. 1978, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ (1936). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი ცენტრის (ამჟამად ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინ-ტი) დირექტორი (1956–78). კ-ს შრომები ეხება კონფორმულ ასახვათა მიახლოებით მეთოდებს, ანალიზურ ფუნქციათა სასაზღვრო ამოცანებსა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს. წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. საქმიანობას თსუ-ში. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.
თხზ.: კომპლექსური ცვლადის ფუნქციები, თბ., 1966; Сингулярные интегральные уравнения с ядрами типа Коши на разомкнутых контурах, «Труды Тбилисского математического ин-та им. А. Рაзмадзе», 1941, т. 9 (თანაავტ. Н. И. Мусхелишвили).
ლიტ.: ე ბ ა ნ ო ი ძ ე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981.
თ. ებანოიძე.