თეზ-ოკამის არხი, სარწყავი არხი კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. იწყება მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირიდან სოფ. ახმაჯის ჩრდ-ით. სიგრძე 34,6 კმ საშუალო ხარჯი 4,5 მ³/წმ. სოფ. ხვითთან წყალსატუმბით 805 მ სიმაღლეზე აყვანილია არხის განშტოება, რ-იც მიედინება მდ-ების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფის სამხრ. ფერდობზე და მიემართება სოფ. ქვემო ჭალისაკენ. მთავარი არხი გაივლის სოფლებს: ლამისყანას, თეზს, ოკამს და იგოეთთან ერთვის მდ. ლეხურას.
ი. აფხაზავა