თეთნარი, ლეჩხუმის ქედის ჩრდ.-დას. შტოქედი, მდ-ების ცხენისწყლისა და ხოფურის (ცხენისწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. ლეჩხუმის ქედს გამოეყოფა მწვერვალ თეთნართან (2964 მ). აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული იურული ფლიშური წყებებით. მაღალ მწვერვალებზე არის გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია ცხენისწყლის შენაკადთა ხევებით და შემოსილია წიფლნარ-რცხილნარით, თხემზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.
ქ. ჯაყელი