თეთრაულები

თეთრაულები, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის არტნის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. ივრის ზემოწელში, თიანეთ-ზემო არტნის გზაზე. ზ. დ. 1380 მ. 16 მცხ. (2014). სახელწოდება წარმოქმნილია სოფლის ძირითადი გვარის „თეთრაულის" მიხედვით.

ლიტ.: ბედოშვილი გ., ერწო-თიანეთის ტოპონიმია, თბ., 1980.