„თეთრო ბატო“

„თეთრო ბატო“, ქართული (ქართლ-კახური) საყოფაცხოვრებო ჟანრის, აკორდული ფაქტურის მქონე სახუმარო სიმღერა. სიმღერა სამხმიანია. შესრულების მიხედვით სიმღერის ტექსტი რამდენადმე იცვლება – ერთ შემთხვევაში სიმღერას იწყებს პირველი ხმა, დანარჩენი ორი კი შემდეგ უერთდება, მეორე შემთხვევაში – სამივე ხმა ერთად. სიმღერის ტექსტი მეტწილად წუხილს და სინანულს გამოხატავს იმ ქმედების გამო, რასაც ადამიანი სჩადის საკუთარი კეთილდღეობისათვის. „ვაი, შენ, ჩემო თეთრო ბატო, თავი მოგჭრა, ქვაბში ჩაგდო", სიმღერა სრულდება დინჯად, ერთგვარი სიმსუბუქით.

ლიტ.: ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960.

კ. ჭოხონელიძე