თეკალი

თეკალი, მთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე 3044 მ. აგებულია ბაიოსური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და ტუფ-ბრექჩიებით. თ-ის თხემის ჩრდ.-დას. ნაწილი სუსტად მოვაკებულია და მის ზედაპირზე ორი პატარა ტბა მდებარეობს. 1900 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, უფრო მაღლა სუბალპ. და ალპ. მდელოებია.

ჭ. ჯანელიძე