თეკენთერის ჭა, სტული სიღრუე ხვამლის კირქვულ მასივში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაკურალეშის მახლობლად. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. სიმაღლე ზ. დ. 1620 მ სიღრმე – 16 მ ფსკერის ფართობი – 35 მ² საერთო მოცულობა – 360 მ³. ჭა ებმის სანახევროდ წყლით ამოვსებულ ჰორიზ. გვირაბს. გვირაბში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ დიდი წიფლის ფუღუროდან, რ-ის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული. ფსკერზე დაგუბებული წყლის სიღრმე 3–4 მ აღწევს. ჭის ფსკერზე გამდინარე ცივ ანკარა წყალს იყენებენ სასმელად. თ. ჭ. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.