თელავის მეაბრეშუმეობის საჯიშე-სასელექციო სადგური

თელავის მეაბრეშუმეობის საჯიშე-სასელექციო სადგური, დაარსდა 1958. სადგურის ამოცანა იყო აბრეშუმის ჭიის ჯიშების გამრავლება, მათთვის დამახასიათებელი ბიოლ. და ტექნოლ. ნიშან-თვისებების შენარჩუნება-გაუმჯობესება და საგრენაჟო ქარხნების მომარაგება ელიტური გრენით (კვერცხით). საჯიშე გრენის დამზადება ხდებოდა ოთხწლიანი, სამწლიანი და ორწლიანი სქემით. თ. მ. ს.-ს. ს. მუშაობდა სამწლიანი სქემით. მას ქალაქის ტერიტორიაზე ეკავა 3 ჰა მიწის ნაკვეთი, აქედან 2 ჰა-ზე გაშენებული იყო თუთის პლანტაცია, 1 ჰა-ზე – საჭიე ბინები, ტექნოლ. და მიკროსკოპული ანალიზის ლაბორატორიები; გრენის გამოსაზამთრებელი მაცივარი და ადმ. ნაგებობანი. ქალაქიდან 3 კმ-ზე სადგურს ჰქონდა 8 ჰა თუთის პლანტაცია.

2000 თ. მ. ს.-ს. ს-მა საბოლოოდ ფუნქციონირება შეწყვიტა.

ა. მარჯანიშვილი

გ. ნიკოლეიშვილი