თელავის საცდელი სადგური

თელავის საცდელი სადგური მ ე ბ ა ღ ე ო ბ ი ს, მ ე ვ ე ნ ა ხ ე ო ბ ი ს ა და მ ე ღ ვ ი ნ ე ო ბ ი ს სამეცნიერო - კვლევითი ი ნ ს ტ ი ­ტ უ ტ ი ს ა, დაარსდა 1953 კახეთის ურიათუბნის (ახლანდ. ვაზისუბნის) საცდელი სადგურის (1922), მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნ.კვლ. საკავშირო ინ-ტის, აგრეთვე კურდღელაურის ექსპერ. ბაზის საფუძველზე. მუშაობდა კახეთის პირობებში ხილისა და ყურძნის მოსავლიანობის გაზრდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. თ. ს. ს-ში ფუნქციონირებდა მევენახეობის აგროტექნიკის, ვაზის სელექცია-ჯიშთმცოდნეობის, ღვინის ტექნოლოგიის, მეხილეობის, მცენარეთა დაცვის განყ-ბები; აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის და აგროკლიმატოლოგიის ლაბორატორიები; ვაზის აბორიგენული (300-მდე) და უცხ. (600) ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი; მუზეუმი, ენოთეკა, ბ-კა; უვადო სარგებლობაში იყო ექსპერ. ბაზები (კურდღელაურის, რუისპირის, ვაზისუბნის), ასევე შალაურის სანერგე, თელავის ექსპერ. ღვინის ქარხანა. თ. ს. ს-ში შემუშავდა ვაზის სამრეწველო სორტიმენტი კახეთისათვის; გამოვლინდა რქაწითელის (№48) და ბუდეშურისებური საფერავის ვარიაციები; საფერავი 359-ის, მწვანე კახური 12-ის, ხიხვის მაღალმოსავლიანი კლონები (ავტორები: დ. ტაბიძე, ვ. ლოლაძე, ნ. სულხანიშვილი, ა. გავაკეთაშვილი).

2010-იდან თ. ს. ს. გარდაიქმნა დანერგვა-კონსულტირების მცირერიცხოვან ჯგუფად.

ნ. ჩხარტიშვილი

ნ. ჩხიკვაძე