თელავისხევი, თელავისრიყე, პერიოდული მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 21 კმ აუზის ფართ. 50 კმ². სათავეს იღებს გომბორის ქედის აღმ. განშტოება კაცებისღვედზე, ზ. დ. 1900 მ-ზე. ჩამოუდის ქ. თელავს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალმოვარდნა.
თ. კიკილაშვილი