თეოდორე თაფლაისძე, ხუროთმოძღვარი, რომელმაც X ს. დასაწყისში ააშენა სოფ. ერედვის წმ. გიორგის ტაძარი. სამხრ. ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებული სამშ. წარწერის ბოლოს ნათქვამია: „მე თეოდორე თაფლაჲსძემან დავდე საძირკველი, წელნი იყუნეს ხფი…" ე.ი. 906 წელს. თ.თ-ის მიერ აგებული ეკლესია წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ეკლესიამ დღემდე ძირითადად თავდაპირველი სახით მოაღწია. შენობის მთლიანი კომპოზიცია, განსაკუთრებით შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტა, რ-შიც ძვ. ხუროთმოძღვრების თემა ახლებურად არის გააზრებული, დამახასიათებელია იმ გარდამავალი საფეხურებისათვის, რ-იც უშუალოდ წინ უსწრებს ფეოდ. ხანის ქართ. ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების პერიოდს.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მეფისაშვილი რ., ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1955, N4.