თეოდორე მიტროპოლიტი

თეოდორე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე) (დ. 11. IV. 1967, სიღნაღი), სასულიერო მოღვაწე. სპი-ის სამშ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1990) ჩაირიცხა ახალციხის სას. სემინარიაში. 1991 წ. 22 თებერვალს აღიკვეცა ბერად, ამავე წლის 2 ივნისს – ბერ-დიაკვნად, 8 სექტემბერს კი – მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა. 1993-იდან საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 თ. მ-ს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 – არქიმანდრიტის პატივი.

1996 წ. 27 ოქტომბერს სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სინოდის თანამწირველობით თ. მ. ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1998-იდან თ. მ. იყო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, 2004–05 – თბილ. სას. აკადემიის და სემინარიის რექტორი, 2005 თებერვლიდან – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 2003 მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა.

თ. მ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით (2007).